“ბერა ივანიშვილი არის კაციჭამია, ავადმყოფი ნაძირალა! – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტვ პირველის ეთერში გავრცელებულ ჩანაწერებს საკუთარ გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ეხმაურება. ის მადლობას უხდის ტელეკომპანია პირველს, გადაცემის ავტორს, ნოდარ მელაძესა და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს.

“დიდი მადლობა ტვ პირველს, რომელმაც ნიღაბი ჩამოაფხრიწა იმას, რაც ვიცოდით, მაგრამ სულ სხვა ეფექტურობით და სულ სხვა ემოციით მოიტანა ეს ყველაფერი ჩვენამდე. იქნებ, ამან ჩვენზე იმოქმედოს და იქნებ გამოგვაფხიზლოს ყველანი და გვათქმევინოს საკუთარი თავებისთვის, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!მადლობა ამისთვის ტვ პირველს, მადლობა ნოდარ მელაძეს და განსაკუთრებით მაკა ჩიხლაძეს, ჟურნალისტს, რომელმაც ეს სიუჟეტი ამ სიმწვავით და ასე კარგად დამუშავებული მოიტანა ჩვენამდე, გაარკვია ყველაფერი რისი გარკვევაც მოახერხა, – ამბობს ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, ჩანაწერში არსებული რამდენიმე დეტალის გარკვევა “მთავარმა არხმაც” მოახერხა  “ჩვენც მოვასწარით, რა არის “ტრი ტრი”, ვინ არის ამიკო”.. ნიკა გვარამიას თქმითვე, ეს დეტალები მაყურებელს წარმოდგენას შეუქმნის, რომელ წელს არის ეს ჩანაწერი გაკეთებული.

ტვ პირველის მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერში, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს სატელეფონო ზუმერზე “ტრი-ს” დაყენებას სთხოვს.

– “ტრი დაიყენე ზუმერად.. რო დაგირეკავენ მინისტრები და ეგ რო ჩაირთვება.. დაიყენე რა ტრი რაა..
– დავიყენებ ძმაო, მკიდია, კიდევაც დამირეკონ”, – ისმის ჩანაწერში.

რა არის “ტრი”? – “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ბერა ივანიშვილის ერთ-ერთი კლიპი გაუშვა, სადაც სიტყვა “ტრი” არაერთხელ ისმის. მისი თქმით, სწორედ ამ კლიპით დასტურდება, რომ ეს 2017 წლის ჩანაწერია.

ნიკა გვარამია ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს მიმართავს, რომელმაც თქვა, რომ ეს “ფაბრიკაციაა, 2010 წლის ჩანაწერი.. საინფორმაციო ტერორი მიმდინარეობს..

ბოდვა, არაამქვეყნიური და სამარცხვინო, მანიაკის. ხალხო, რაღაცაზე გაჩერდით, რაღაცის გამართლებაზე. თქვენი შვილები შეიძლება ეს ყოფილიყო. მიუხედავად ყველაფრს,ა მიმაჩნია, რომ ფსიქიურად ადეკვატური ადამიანია. მამუკა, შენს შვილსაც შეეძლო შემთხვევით დაეწერა რამე ცუდი ბერა ივანიშვილზე და შენთანაც მოვიდოდა მინისტრი თავისი ჯარისკაცებით, – მიმართავს ნიკა გვარამია მამუკა მდინარაძეს.

რომელი წელია, ეს არაფერს ცვლის..ეს ნებისმიერ შემთხვევაში ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ბერა ივანიშვილი არის კაციჭამია, ავადმყოფი ნაძირალა, რომელიც პატარა ბავშვებთან გასწორებითაა დაკავებული უმაღლესი თანამდებობის პირების მეშვეობით, – ამბობს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ეთერში გავიდა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდების დასჯაზე საუბრობენ, ვინც ბერას ფეისბუქით შეურაცხყოფა მიაყენა.