ბერლინის ლუთერანულმა ეკლესიამ მუსლიმ მორწმუნეებს საკუთარი სივრცე დაუთმო

ბერლინის ლუთერანულმა ეკლესიამ მუსლიმ მლოცველებს, რომლებიც სოციალური დისტანცირების წესების გამო მეჩეთებში ვეღარ ლოცულობენ, საკუთარი სივრცე დაუთმო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გერმანიამ რელიგიური მსახურება 4 მაისიდან დასაშვები გახადა,თუ ისინი დაიცავდნენ  მინიმუმ 1.5 მეტრიან სოციალურ დისტანციას. ამის შემდეგ დარ ასალამის მეჩეთმა, რომელიც ნოიკელნის რაიონში მდებარეობს, მხოლოდ მორწმუნეების ნაწილის მიღება შეძლო. დახმარების მიზნით, მართა ლუთერანის ეკლესიამ საკუთარი სამლოცველო მუსლიმ მორწმუნეებს დაუთმო.

მეჩეთის იმამმა განაცხადა რომ, ეს საოცარი სიმბოლური ჟესტია და პანდემიამ კრიზისის პირობებში საზოგადოება გააერთიანა.

“ეს შესანიშნავი სიმბოლური ჟესტია. რამადანს სიხარული მოაქვს ასეთი კრიზისის პირობებშიც კი. პანდემიამ ჩამოგვაყალიბა, როგორც საზოგადოება და გაგვაერთიანა”, – განაცხადა მეჩეთის იმამმა.