ბიძინა ივანიშვილი არის ჩემი ყველაზე გავლენიანი თანამოაზრე – იაგო ხვიჩია

“ბიძინა ივანიშვილი არის ჩემი ყველაზე გავლენიანი თანამოაზრე”- ეს განცხადება, პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში”  გააკეთა. იაგო ხვიჩიას განცხადებით, პროპორციული არჩევნების იდეა ქართულ რეალობაში სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა

“ბიძინა ივანიშვილი არის ჩემი ყველაზე გავლენიანი თანამოაზრე პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ქართულ ოცნებაში. ბიძინა ივანიშვილი იყო ერთადერთი კაცი საქართველოს ისტორიაში ვისაც ეს იდეა თავში მოუვიდა. მერე რო ეს არ ან ვერ განახორციელა ცალკე კრიტიკა მიიღო”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.