ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა, სულ – 1124

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 3200 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 118 690
  • გამოჯანმრთელებულია – 98 781
  • გარდაცვლილია – 1124