ბოლქვაძე: ადამიანები იქექებიან ნაგავში, მაგრამ პარიზშიც არის ეგ

ოცნების დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ უყურებს, საქართველოში როგორ იქექებიან ადამიანები ნაგავში, თუმცა ეს პარიზშიც ხდება.

“საქართველო არის სოციალურად მძიმე მდგომარეობაში და ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდიმარე მთელი მსოფლიო ჩავარდა კატასტროფის წინაშე. ამიტომ ამით სპეკულირება, რომ ვაიმე, საარსებო მინიმუმი ხუთი ლარით, რატომ შემცირდა…

ეს გამოკვლევის თემაა, არ ვიცი, რომელ გამოკვლევას ეყრდნობით, სხვა გამოკვლევები არის საჭირო. იცით ისეთი ქვეყანა, სადაც არ არის გაჭირვება? ბევრ ქვეყანაშია გაჭირვება. არის ძალიან დიდი ამპლიტუდა მდიდრებს და ღარიბებს შორის და არ არის საშუალო ფენა, რომელიც არის მსოფლიო პრობლემა საერთოდ. მე იმას არ ვამბობ, რომ არ არის გაჭირვება, როგორ არ არის გაჭირვება, ადამიანებს მე თვითონ ვუყურებ, რომლებიც ბევრჯერ ნაგავში იქექებიან და ვიცი, ეს რაც არის, მაგრამ პარიზშიც არის ეგ”,- ამბობს ბოლქვაძე.