პარასკევი, 19 აპრილი , 2024, 20:01

ბრიტანეთმა Oxford-AstraZeneca– ს ვაქცინა დაამტკიცა

ბრიტანეთში ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შექმნილ კორონავირუსის ვაქცინა მარეგულირებელმა ორგანომ დაამტკიცა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. დიდი ბრიტანეთი ვაქცინას საკუთარი მოსახლეობის ასაცრელად გამოიყენებს.

ვაქცინი 100 მილიონ დოზას ქვეყანას AstraZeneca მიაწვდის – ის 50 მილიონი ადამიანის იმუნიზაციისთვის იქნება საკმარისი.

ბრიტანეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ოქსფორდის ვაქცინამდე  Pfizer/BioNTech დაამტკიცა. ბრიტანეთში ამ დროისთვის 600 000 ადამიანი უკვე აცრილია.