გადავარჩინოთ თბილისის კლუბის კულტურა – თბილისის კლუბები UNITED WE STREAM-ის პლატფორმას შეუერთდნენ

27 მაისს ბერლინის Clubcomission-ისა და Reclaim Club Culture-ის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო სტრიმინგ პლატფორმის, UNITED WE STREAM-ის მხარდაჭერით თბილისის კლუბები საქველმოქმედო პროექტში ჩაერთვებიან, რომლის მიზანსაც COVID-19-ის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი საკლუბო სცენის დახმარება წარმოადგენს.

სხვა ქალაქებთან ერთად, თბილისი აქტიურად იწყებს საქმიანობას, რომელიც სრულად მიმართული იქნება ადგილობრივი არტისტების, სივრცეეებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურე პერსონალის, არსებობისა და ფუნქციონალურობის შესანარჩუნებლად. იმისათვის რომ არსებულმა ზიანმა არ მიგვიყვანოს გამოუსწორებელ შედეგებამდე, მნიშვნელოვანია დროული ჩარევა და ყურადღების მიმართვა სფეროებისაკენ, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდა.თითოეული გაწეული დახმარება თუ დონაცია განსკუთრებით მნიშვნელოვანია.

United We Stream Tbilisi მადლობას უხდის პარტნიორებს გაწეული დამხარებისათვის. პირველი ტრანსლაციის მომზადებაში, რომელსაც აუდიტორია, თბილისის დროით 27 მაისს, 17:00 საათზე იხილავს. თითეული ადამიანის, ფონდის თუ ორგანიზაციის ჩართულობა ლოკალური სცენის გადარჩენის საკითხში ფასდაუდებელია. Link to donate:  https://fundraiser.ge/uws

 

27 მაისს სადებიუტო 9-საათიანი სტრიმი საგურამოში არსებულ კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება, რომელშიც ქართული საკლუბო სცენის საკვანძო სივრცეები – Café-Gallery, Mtkvarze, Khidi და Bassiani მიიღებენ მონაწილეობას.

7 მაისის United We Stream Tbilisi-ის სრული მუსიკალური პროგრამა:

Cafe-Gallery: Natalie Beridze Tba / Bacho / Nicole

Mtkvarze: Kraumur  / Ash Scholem

Khidi: Yanamaste / OTHR

Bassiani:   NDRX /  Newa / Kancheli