“გადამწყვეტ ბრძოლას იგებს არა საყვარელი და ფუმფულა, არამედ ის, ვისაც ყვ@@@ბი და ენერგია აქვს“–ჩერგოლეიშვილი

ტაბულას მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი არჩევნებთან დაკავშირებით ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს:
“რამდენი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომ მივხვდეთ – გადამწყვეტ ბრძოლას იგებს არა საყვარელი და ფუმფულა, არამედ ის, ვისაც ყვ@@ები და ენერგია აქვს და ხალხს არწმუნებს, რომ მას ხალხისთვის სასიკეთო ცვლილების გამოწვევა და შედეგის დადება შეუძლია.
მასე მოიგო ზვიადმა, მასე მოიგო შევარდნაძემ, მასე მოიგო მიშამ და მასე მოიგო ბიძინამ.
იმ მომენტში რაც იდგა პრობლემად – იმ პრობლემის გადაჭრად ესახებოდათ.
ზვიადი – ეროვნული დამოუკიდებლობა
შევარდნაძე – სტაბილურობა
მიშა – უძრაობის დაძლევა
ბიძინა – ჭორვილა
არცერთი მათგანისთვის არ მიუციათ ხმა იმიტომ, რომ ძალიან ფუმფულა და საყვარელია.
ხმა იმიტომ მისცეს, რომ იმ დროისთვის არსებული პრობლემების მომგვარებლად ესახებოდათ.
დღეს პრობლემად დგას ერთი კაცის თავგასულობა, სიდუხჭირე და განუკითხაობა – ვინც დააჯერებს რომ მიხედავს, იმას აირჩევენ და არა ვარდისფერ პლუშის თოჯინას.“– წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თამარ ჩერგოლეიშვილმა სამი თვით ტაბულას რედაქტორის პოსტი დატოვა და ის გიგა ბოკერიას საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ერთვება, რომელიც ფოთი,ხობი, სენაკის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.