“გამოვდებთ ჩანაწერებს…იქნება ოპოზიციის დარბევები” – ნიკა გვარამია ოცნების გეგმებზე საუბრობს

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა მელია საკუთარ გადაცემაში 3 პუნქტზე საუბრობს, რომლითაც “ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიის გაგრძელებას და ოპონენტების, განსაკუთრებით კი ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციას გეგმავს.

ნფორმაციით, არჩევნების წაგების შიშით “ქართული ოცნება” საკუთარ მხარდამჭერებს ოპონენტების დევნას პირდება:

“გამოვდებთ ჩანაწერებს, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი და ეს სატელეფონო ჩანაწერები იქნება იმგვარი, რომ საკუთარი მომხრეებიც არ მისცემენ ხმას;

მეორე-.მიხეილ სააკაშვილი ყიდდა აზერბაიჯანზე ტერიტორიებს. ჩვენ აღმოვაჩინეთ რუკები, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა გადამალული და ჩანს რომ სადაო ტერიტორიები არის საქართველოსი და ვაპირებთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და სააკაშვილი იქნება დადანაშაულებული რომ ვაჭრობდა მიწებით;

და მესამე – იქნება ოპოზიციის დარბევები, რომლესაც ექნება მასობრივი ხასიათი და ამ დარბევებს ხელმძღვანელობს სუდ-ი (სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი), მისი ხელმძღვანელი ლევან ახობაძე” ამბობს ნიკა გვარამია .