გახარიას გუნდი “ქართულ ოცნებას” ზეწოლაში ადანაშაულებს

გახარიას გუნდი ქართული ოცნებისგან ზეწოლაზე საუბრობს. გიორგი ხოჯევანიშვილი არ აკონკრეტებს, რა ზეწოლაზეა საუბარი, თუმცა ამბობს, რომ ის საჯარო მოხელეებსა და საკრებულოს წევრებს ეხება.

“მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და იმ სამარცხვინო ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა რეგიონებში ჩემი და ჩემი კოლეგების, გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტებს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჯარო მოხელეების და საკრებულოს წევრების მიმართ დამოკიდებულების ის ფორმა, რაც აირჩია ქართულმა ოცნებამ, არ მუშაობს.

მე უბრალოდ ვეტყოდი მათ, ვინც ასეთ დავალებებს გასცემს და ასრულებს, ეს გზა და მეთოდები წარსულში ნაცადია, ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს და უფრო მეტიც, სიკეთეს ვერ მოგიტანთ”,- თქვა ხოჯევანიშვილმა პარლამენტში.