“განათლების ექსპორტი – ეს არის პირდაპირი ინვესტიცია განათლებაში. თქვენ ახსენეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ქვეყნის განათლების საერთაშორისო ჰაბად ჩამოყალიბებაში. ასევე, ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ ონლაინ სწავლების რეგიონულ ჰაბადაც ჩამოვაყალიბოდ ქვეყანა, ვინაიდან, ამის სრული პოტენციალი არსებობს. ამ კუთხით ჩვენ გვჭირდება არა მკაცრი რეგულაციები ან დერეგულაცია, არამედ სწორი რეგულაციების ჩამოყალიბება. გთხოვთ, ამაზე თქვენი მოსაზრება გაგვიზიაროთ”

მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა ირაკლი ღარიბაშვილს.