“გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ“ – დონალდ ტრამპი

აშშ–ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკელებს ურჩევს მძიმე კვირისთვის მოემზადონ. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში კორონავირუსის ესპიდემიის პიკია მოსალოდნელი.

“მძიმე კვირა მოდის – ეს, ან შემდეგი. სამწუხარდ ბევრი ადამიანი დაიღუპება“– განაცხადა პრეზიდენტმა კვირას ბრიფინგის დროს.

თუმცა ამავე დროს მან თქვა, რომ კარგი ნიშანია ნიუ იორკის შტატში ლეტალური შემთხვევების რიცხვის ზრდის შეჩერება.

“ჩვენ თანდათან ვხედავთ სინათლეს გვირაბის ბოლოს. იმედი მაქვს ახლო მომავალში ძალიან ვიამაყებთ ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოთი“– განაცხადა მან.

ქვეყნის მთვარი ინფექციონისტი, ენიტონი ფაუჩი პრეზიდენტის ოპტიმიზმს არ იზიარებს. ტრამპის ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე მან განაცხადა, რომ მედიკოსები თავდაუზოგავად ცდილობენ სიტუაციის კონტროლის ხელში აღებას.

გასულ კვირას იყო პროგნოზები, რომ პანდემიის შედეგად მკაცრი საკარანტინო ზომების მიუხედავად 100–დან 240 ათასამდე ამერიკელი დაიღუპებოდა, თუმცა კვირას ტრამპმა განაცხადა: “იმედი გვაქვს ამ ციფრებამდე საქმე არ მივა.“