გიორგი ვაშაძემ თვითიზოლაციის წესი დაარღვია და კანცელარიასთან აქციაზე მივიდა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერიმა გიორგი ვაშაძემ თვითიზოლაციის წესი დაარღვია და კანცელარიასთან აქციაზე მივიდა.

მისი თქმით, PRC ტესტის მიხედვით კორონავირუსი არ აქვს, თუმცა შეზღუდვის მიხედვით თვითიზოლაციაში მაინც უნდა ყოფილიყო.

“მე, მაგალითად, გახარიას გადაწყვეტილებით, ახლა უნდა ვიჯდე სახლში, მაგრამ დემონსტრაციულად ვარღვევ ამ წესს და თან მაქვს მოტანილი აგერ PCR ტესტი, რომ ვარ ჯანმრთელი. ახლა მომივიდა პასუხი და როგორც კი მომივიდა, მოვედი. ეს ტესტი მათთვის საკმარისი არ არის, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში საკმარისია და აქ მაინც მეუბნებიან, რომ სახლში უნდა ვიჯდე. ასეთივე უწესო წესი არის დღეს უამრავი, 9 საათზე კომენდანტის საათიდან დაწყებული, საზოგადოებრივი ტრანსპოსრტის შეზღუდვით გაგრძელებული და ა.შ”, — განაცხადა ვაშაძემ აქციაზე.

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა აქტივისტებმა მთავრობას შეზღუდვების მოსახსნელად 48 საათი მისცეს, შემდეგ კი ისინი შენობების პიკეტირებას გეგმავენ. ისინი დღეს 21:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე საპროტესტო სეირნობის მოწყობას აპირებენ.