გიორგი მარგველაშვილთან კონსტულაციები გვაქვს, ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა – ხაზარაძე

პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ საქართველოს მე-4 პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ყოველდღიურ კონსულტაციებს აწარმოებენ.

“ბატონ გიორგისთან ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კონსულტაციები, ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა, თუ რა და როგორ იქნება, უახლოეს ხანში ნახავთ”,- ამბობს ხაზარაძე ტვ პირველთან საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, პარტია საარჩევნო სიას სავარაუდოდ ხვალ საღამოს დაასახელებს. იქნება თუ არა სიაში გიორგი მარგველაშვილი, ჯერჯერობით უცნობია.