გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გახარიას გუნდს უერთდება

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი აბაშიშვილი გიორგი გახარიას გუნდს უერთდება.

მისი თქმით, მათი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა.

“ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს!”,- წერს აბაშიშვილი Facebook-ზე.