გიორგი რურუას საქმის მოსამართლე უვადო მოსამართლედ დაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი უვადო მოსამართლედ დაინიშნა. ვალერიან ბუგიანიშვილი ”მთავარი არხის” მეწილის, გიორგი რურუას საქმის მოსამართლე იყო.

”ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ბუგიანიშვილის სამოსამართლეო საქმიანობა 2011 წელს გურჯაანის რაიონულ სასამართლოდან იწყება. მოგვიანებით კი ჯერ სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, შარშან კი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოინაცვლა. აღსანიშნავია ისისც, რომ ვალერიან ბუგიანიშვილის ძმა, ბესიკი ბუგიანიშვილი ასევე  მოსამართლეა. რომლის კარიერული წინსვლა ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.

“მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა, საეჭვო ვითარებაში დაკავებული რურუა ციხეში გაამწესა და დაეთანხმა თითქმის ყველა იმ მოთხოვნას, რაც პროკურატურამ წამოაყენა. 2012-2020 წლის მონაცემების თანახმად, ვალერიან ბუგიანიშვილის ჯამურმა ანაზღაურებამ 404,930 ლარი შეადგინა. მიღებული ხელფასი, თითქმის ყოველ წელს, ზრდადი ტენდენციით გამოირჩევა. ძმის მსგავსად, ვალერიან ბუგიანიშვილის მეუღლეც საჯარო სამსახურში, კერძოდ იუსტიციის სამინსიტროშია დასაქმებული”, – ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციაში.