მელიას თქმით, გლდანში იარაღიანი პირი, კალაძის ბავშვობის მეგობარი, დათო კვიჟინაძეა

ვრცელდება, გლდანში დაპირისპირების კადრები, სადაც კარგად ჩანს იარაღი, რომელიც დაპირისპირების ერთ-ერთ მონაწილეს უჭირავს ხელში. კადრები “მთავარმა არხმა” მოიპოვა.

როგორც ნიკა მელია სოციალურ ქსელში, წერს, იარაღიანი პირი კახი კალაძის ბავშვობის მეგობარი, დათო კვიჟინაძეა.

გლდანში ვითარება დღეს შუადღეზე დაიძაბა, როდესაც 84-ე საარჩევნო უბანზე სროლის ხმა ისმოდა.