“გლოვოს” კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციას მართავენ

“გლოვოს” კურიერები პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციას აწყობენ. ისინი კომპანიის სათაო ოფისის წინ არიან შეიკრიბნენ და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათი ნაწილი თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას აწყობს.

კურიერი მომსახურების ტარიფის გაზრდას, ობიექტებზე ლოდინის დროის შემცირებასა და ბონუსების სისტემის შეცვლას მოითხოვენ.

გარდა ამისა, მათი მოთხოვნაა, რესტორნებმა კურიერების მიმართ პატივისცემა გამოიჩინონ.

მათივე ცნობით, კურიერებს პოლიცია ხშირად 2000 ლარით აჯარიმებს, რაც, გლოვოს თანამშრომლების თქმით, უსამართლობაა.

გლოვოს წარმომადგენლებმა პირობების გაუმჯობესებისთვის დრო მოითხოვეს. მოგვიანებით, კურიერებთან კომპანიის წარმომადგენელიც გავიდა და განუცხადა, რომ 10 თებერვალს ჩაინიშნა კიდევ ერთი შეხვედრა, რომელზეც ყველა პრობლემას განიხილავენ და მათზე იმუშავებენ.