გოგი წულაიას გულის ოპერაცია გაუკეთეს

პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელს გოგი წულაიას ოპერაცია ჩაუტარეს. გულის ოპერაცია ჩაფიძის კლინიკაში 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გოგი წულაია ინფარქტით საავადმყოფოში 16 სექტემბერს გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილური იყო. სწორედ მისი ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობის გამო ოპერაცია რამდენიმე დღით გადაიდო.

ჯერჯერობით პოლიტიკოსის ჯანმრთელობის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.