გოგონას, რომელმაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა გადაიღო,პულიცერის სპეციალური პრემია გადასცეს

ნიუ-იორკში გოგონას, რომელმაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა გადაიღო,პულიცერის სპეციალური პრემია გადასცეს.

18 წლის დარნელა ფრაზიერს, ჯილდო მიენიჭა “ვიდეოსთვის, რომელმაც შეძრა მნახველები და პოლიციური სისასტიკის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების ტალღა მთელ მსოფლიოში გამოიწვია”.

შეგახსენებთ, აშშ-ში, მინეაპოლისში, გასული წლის 25 მაისს პოლიციამ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. რის შემდეგაც შეერთებულ შტატებში რამდენიმე თვიანი საპროტესტო აქციები და არეულობები დაიწყო.

პულიცერის პრემია ყველაზე პრესტიჟული პრიზია ამერიკულ ჟურნალისტიკაში და ის 1917 წლიდან გაიცემა – მას მერე, რაც გაზეთის გამომცემელმა, უნგრელმა ებრაელმა, ჯოზეფ პულიცერმა ეს პრემია თავისი ანდერძით დააწესა.