“გონება გაეხსნა თუ სერგეენკოს სავალალო რეიტინგმა გადააწყვეტინა?“–ირაკლი ოქრუაშვილი ივანიშვილის მიერ იპოდრომის თბილისისთვის ჩუქებაზე

პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ივანიშვილის გადაწყვეტილებას, მისმა ქართუ ფონდმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია თბილისს უსასიდლოდ გადასცეს ფეისბუქზე ეხმაურება:

“ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორია ქალაქს გადასცაო.

ჩემს მიერ ამ თემის აწევის მერე 8 წლის თავზე გონება გაეხსნა თუ სერგეენკოს სავალალო რეიტინგმა გადააწყვეტინა?

ბარემ ლაგუნა ვერეც გადაეცა, კიდევ მრავალი წელი ჭაობი რომ არ იყოს.

და საერთოდ, ხელისუფლებაც რომ დაუბრუნოს ხალხს ეგ მთლად აჯობებს, ქვეყანაში რომ ჭაობი არ იყოს.“– წერს ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილი საბურთალოს მაჟორიტარად იყრის კენჭს. მისი ერთ–ერთი ინიციატივა ივანიშვილისგან იპოდრომის ტერიტორიის გამოსყიდვა და იქ ცენტრალ პარკის გაშენება იყო.