გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს

გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს. ჩამსხვრეულია მინები და კარი. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

გავრცელებული ინფორმაციით, ოფისში 6 პირი შეიჭრა, მათი ნაწილი კი პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა.

ენმ-ს წარმომადგენელი რევაზ კახნიაშვილი ამბობს, რომ ეს გორის ოფისის დარბევის პირველი შემთხვევა არ არის და წინა დარბევისას არავინ დაუკავებიათ.

“ჯგუფურად, რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს. ეს პირველი არ არის. არავინ არ დასჯილა, ისეა წახალისებული ოფისის დამტვრევა. უკვე თავის ფეხით მოდიან, პოლიცია დგას. ვისი დავალებით იყო, ალბათ, გაირკვევა, ნაკლებად მჯერა, რომ რაიმე რეაგირება მოყვება. როგორც წინა შემთხვევები იყო, ალბათ, ესეც ისე ჩაივლის”, – ამბობს კახნიაშვილი ფომულასთან საუბრისას.