გორში ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – დაშავებულია 2 პირი

რამდენიმე საათის წინ გორის შესასვლელთან, ავტობანზე ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.