გურჯაანში ავტოავარიას ქალი ემსხვერპლა

გურჯაანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც ავტომანქანა დაეჯახა.

ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.