გუშინ საიდუმლო შეხვედრაზე პატრიარქი და მთავრობა არჩევნებში მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ – კობახიძე

თეოლოგი ბასილ კობახიძე ამბობს, რომ გუშინ მთავრობასა და პატრიარქს შორის საიდუმლო შეხვედრა გაიმართა, რაზეც , ,,ცხადია, არჩევნებში მხარდაჭერასა და ერთობლივ პროპაგანდაზე შეთანხმდნენ”.

მისივე თქმით, ეკლესია ანტივაქცინურ პროპაგანდას ეწევა, რაც მოსალეობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

,,გუშინ საიდუმლო შეხვედრა იყო პატრიარქს და მთავრობას შორის. ტვ პირველმა დააფიქსირა ჩინოვნიკების გამოსვლა საპატრიარქოდან. ხალხს არც უთხრეს რაზე მოილაპარაკეს. ბობოლებს ეკუთვნით ჩვენი სიცოცხლე. ცხადია არჩევნებში მხარდაჭერაზე და ერთობლივ პროპაგანდაზე შეთანხმდნენ. რომ საქართველო ეპიდემიას ეკლესიის ჯადოსნობამ გადაარჩინა. ეკლესიამ ნება მისცა პრეზიდენტს ეწრიპინა, ზოგიერთი მღვდელი ვაქცინას ეწინააღმდეგებაო. ზოგიერთი კი არა ერთი თვეა მთელი ეკლესია მაგას ქადაგებს, მალე მოვა დრო და ამ წრიპინსაც უკან ჩაჩრის ეკლესია სალომეს.

ეკლესიის ბოდვების საარჩევნოდ გამოყენებით მთავრობა უდიდესი საფრთხის ქვეშ აყენებს ხალხს, რადგან შემოდგომაზე, ვირუსის გააქტიურებისას მოსახლეობა საბოლოოდ ზომბირებული იქნება ანტივაქცინური ქადაგებით. დღეს ტყეებს აძლევენ ეკლესიას, არჩევნებამდე კიდევ ბევრ მსუყე ლუკმას გადააყლაპებენ. ასეთი არამზადა ეკლესია რუსეთშიც კი არაა”,- წერს კობახიძე “ფეისბუქზე”