გუშინ შეხვედრას მთხოვდა, დღეს ისეთი ხმა მისცა, ის ღილაკი ჩაამტვრია – რატომ ურეკავდა ვასილ ჩიგოგიძე ნიკა მელიას

„გუშინ „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატი შეხვედრას მთხოვდა“,- ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. ნიკა მელიამ განაცხადა რომ გუშინ, 15 თებერვალს ქართული ოცნების დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე უკავშირდებოდა და შეხვედრას სთხოვდა.  მელიას თქმით, დეპუტატი შეწუხებული იყო მელიას  იმუნიტეტის საკითხზე და ეუბნებოდა,  რომ ღილაკს თითს არ მიაჭერდა.

„არ მინდა თქმა ვინ იყო. შეხვედრას მთხოვდა, ძალიან ცუდი საუბარი მქონდა და ვუთხარი, რომ შენთან სალაპარაკო არ მაქვს და ხვალ ჩატარდება კენჭისყრა, შევხედავ კენჭისყრის შედეგებს და იქნება შენი ხმა ჩემი დაჭერის სასარგებლოდ და დანარჩენს მერე მოგახსენებ-თქო. დღეს კიდე ისეთი ხმა მისცა, მე მგონი ის ღილაკი ჩაამტვრია. ეს იყო ვასილ ჩიგოგიძე“, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ნიკა მელიამ.

ჩიგოგიძე  კი აცხადებს, რომ შეხვედრა იმის განსახილველად სურდა, რაც მელიამ ერთ-ერთ ეთერში ჩიგოგიძე “არასწორად” ახსენა.

“ნიკა მელიამ გუშინწინ გადაცემაში მახსენა და ვუკავშირდებოდი, რომ რა სიტუაციაში და როგორ მახსენა, არასწორად მახსენა. ვერ დავუკავშირდი ტელეფონზე, მერე მის ადვოკატს ვთხოვე, მინდა დალაპარაკება-მეთქი. არაო, მე არ მინდაო დამირეკა და მეტი არაფერი, ახლა ვერ, მერე დაგელაპარაკებიო. არანაირი საუბარი არ მქონია მაგდაგვარი, რომ რაღაცაზე მელაპარაკა.შეხვედრა მინდოდა იმის გამოისობით, რომ მან რომ მახსენა, რატომ მახსენა ეგრე-მეთქი, ამის მოთხოვნა მინდოდა, ახსნა”, – განაცხადა ჩიგოგიძემ.

ცნობისთვის, დღეს, 16 თებერვალს, პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, ხოლო მისტვის, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარენ თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.