დაანებონ ოჯახს თავი ამ მაიმუნებმა, პოლიტიკურად აჟიტირებულმა დეგენერატებმა – ნიკოლაძე

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელიც სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი,  საქმესთან დაკავშირებით კი ბევრი უსაფუძვლო ვერსია ვრცელდება.

„ჩვენ ველოდებით სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება ძალიან კატეგორიული პოზიცია გამოძიების წინაშე ყველა იმ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოშობილია დღემდე და რომლის გარკვეული ნაწილი გავლილი გვაქვს გამოძიებასთან ერთად. იმდენი რამ რაც მე ვიცი, თქვენ რომ იცოდეთ, საერთო თავს შეიკავებდნენ ბევრი ვერსიის გაჟღერებისგან და გაიზიარებდნენ იმ ვერსიებს, რაც არის რეალური. ასე რომ, დაველოდოთ დასკვნას და მერე გავაკეთოთ კომენტარი”,– განაცხადა მირიან ნიკოლაძემ ფორმულასთან საუბრისას.

მისი თქმით, “პოლიტიკურად ანგაჟირებულმა დეგენერატეგმა” ოჯახს თავი უნდა დაანებოთ.

„ოჯახის პოზიცია არის ცალსახა, დაანებონ ოჯახს თავი ამ მაიმუნებმა, პოლიტიკურად აჟიტირებულმა დეგენერატებმა და მიხედონ თავის საქმეს. ოჯახმა კარგად იცის რას აკეთებს, აქვს სწორი და თანმიმდევრული პოზიცია. ოჯახი თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ რაღაც ეტაპზე წარმოიშვა პრობლემები, თვითონ მიმართავს საზოგადოების დახმარებისთვის. ეს უსაგნო და უშინაარსო გასართობი შოუები ძალიან სამარცხვინოა და ჩვენ პირადად არ გვაინტერესებს“, – განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ.