“დაგილეწავ საერთოდ… შენ ბიჭო მოდი აქ!” – კადრები, სადაც სასულიერო პირი ოპერატორს ფიზიკურად უსწორდება

ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს ექსკლუზიურ კადრებს, სადაც მთავარი არხის გადამღებ ჯგუფსა და სასულიერო პირებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ცნობისთვის, დღეს, 4 მაისს დავით-გარეჯში ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები და ადგილობრივები თავს დაესხნენ.  მოსახლეობამ ჟურნალისტებსა და ივერი მელაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დამტვრეულია ტელევიზიის კამერა.