დავაკავეთ კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლის მკვლელობა სცადა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლის მკვლელობა სცადა.

უწყების ინფორმაციით, კაცმა ყოფილ ცოლს, 1970 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს ეჭვიანობის ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. შსს-ს ცნობით, დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი – მას სამედიცინო დახმარება უტარდება.

მ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.