დავალაგოთ ფოიე, პალატა, რეანიმაცია, საოპერაციო – გიგა მაქარაშვილის ახალი ინიციატივით გამოდის

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი ახალ კამპანიას იწყებს. ამის შესახებ მაქარაშვილი სოცილურ ქსელში წერს. ინიციატივა მიზნად ისახავს ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ადამიანების  და კოვიდინფიცირებულების დახმარებას. გიგა  მაქარაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩაერთონ ამ კამპანიაში და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებს ერთად ებრძოლონ.

“ძალიან მძიმე დღეშია ჩვენი ქვეყანა  ჯანდაცვის სფერო და შესაბამისად ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობა საშინელი რისკების წინაშეა!

მოხალისეებს შეგვიძლია საქმე შევუმსუბუქოთ ექიმებს, ქოლ ცენტრის თანამშრომლებს, მძღოლებს, სანიტრებს.
ამ პოსტის ქვეშ შევიყაროთ მსურველები და თუ ჩვენი რაოდენობა იქნება 50-100 ან მეტი, ახლავე დავიწყებ შესაბამისი ინფრასტქუქტურის, სამოსის, ტრანსპორტის, გაიდლაინების, ტრენინგების ორგანიზებას. (აქაც რაც მეტი ჩავერთვებით, უფრო სწრაფად შევძლებთ საქმის დაწყებას).
საჭირო იქნება სწრაფი ტრენინგების გავლა და იმედია ვიპოვით კომპეტენტურ ხალხს, ვინც საბაზისო ცოდნას გაგვიზიარებს!
საქმე ბევრია და სურვილის შემთხვევაში აუცილებლად გამოჩნდება საქმე, რომელის კეთებასაც შეძლებთ და შედეგად მივეხმარებით ექიმებს მეტი სიცოცხლის გადარჩენაში!
გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია
• გავიტანოთ ნაგავი საავადმყოფოდან
• საწყობიდან პალატებამდე ან ტრანსპორტიდან საწობამდე ვზიდოთ წამლები\საწოლები
• გავართოთ ინფიცირებული ბავშვები
• ხმამაღლა და მხატვრულად ვუკითხოთ წიგნი ნებისმიერ პაციენტს(ებს)
• დავეხმაროთ პაციენტებს საკვების მიღებაში
• გულმოდგინედ დავალაგოთ ფოიე, პალატა, რეანიმაცია, საოპერაციო
• გავეგზავნოთ ნებისმიერ ინფიცირებულს ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ნივთის/საკვების/სამოსის მოტანაში
• ვიმუშაო ცხელ ხაზზე
• შეძლებისდაგვარად მივეხმაროთ სახლში გამოკეტილ ინფიცირებულებს
უფრო კომპეტენტურებმა მოიწერეთ , რა შეგვიძლია სამედიცინო განათლების არ მქონე ხალხს, ჯანდაცვის სისტემის და ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად!
არაა აუცილებელი 24 საათი გადადოთ თავი ამ საქმისთვის. მოიწერეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო, როცა შეგეძლებათ ჩაერთოთ ამ კეთილ და ძალიან მნიშვნელოვან საქმეში.
თუ პოსტი სწრაფად გაზიარდება, მეტი ადამინი ნახავს და მეტიც ჩაერთვება დაუფრო სწრაფად ამოვიქოქებით  გაიხსენეთ რა მაგრები ვართ ხოლმე, ერთმანეთის გვერდში დგომისას”-წერს მაქარაშვილი