“დავარდებიან ძირს და გორაობენ,ოქროს თევზი არ მისცა მათ ხელში ამომრჩეველმა ” – წულუკიანი ოპოზიციაზე

“დავარდებიან ძირს და გორაობენ, ოქროს თევზი მინდა” -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იმედის ეთერში განაცხადა.

“ახლა არის მოდელირებული გაყალბების სცენარი. ვეუბნებით, გჯერა, რომ გაყალბდა? მოდი, დავთვალოთ. არ მინდა. დავარდებიან ძირს და გორაობენ, ოქროს თევზი მინდა. ეს ოქროს თევზი არ მისცა მათ ხელში ამომრჩეველმა. შესაბამისად, ჩვენ ამ დანაშაულს ვერ ჩავიდეთ, რომ ეს ხმები ვაჩუქოთ. “- განაცხადა თეა წულუკიანმა.