დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ცისილწამების კანონი უნდა არსებობდეს

პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესული დავით ზილფიმიანის აზრით, ქვეყანაში ცილისწამების კანონი უნდა არსებობდეს.  ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.

“უბრალოდ, ვინც დაუმსახურებლად ან ცილს გწამებს. დღეს კანონი არ არსებობს ცილისწამებაზე. თქვენ გესმით ეს რამხელა პრობლემაა? თქვენ შეგიძლიათ რაც გინდათ თქვათ, გამლანძღოთ ან მეც უნდა გაგლანძღოთ ან ვერ დაისჯები. რა არის გამოხატვის თავისუფლება? დედის გინება არის გამოხატვის თავისუფლება?

რა ზღვარია, რომ ადამიანს ეუბნები, რომ ის არის სხვა ქვეყნის აგენტი. ამას ფაქტები ხომ უნდა? უნდა. ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა უნდა მიაყენო. ან დედას რო შეაგინებ. თქვენ რას მთავაზობთ, რომ დედის გინებაზე, მეც დედის გინებით ვუპასუხო?” – განაცხადა ზილფიმიანმა.

ცნობისთვის, 2004 წლის შემდეგ, რაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ახალი კანონი მიიღეს ცილისწამება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება 2004 წლის შემდეგ აღარაა. 2004 წლამდე არსებული კანონით ცილისწამება ისჯებოდა ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ორას საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე.