დაკავებულია “ლელოს” ხუთი წევრი – შსს

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე „ლელოს“ 5 წევრი დააკავეს. დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე მოხდა.

დაკავებულებს შორისაა პარტიის ერთერთი ლიდერი საბა ბუაძე. ასევე თაზო დათუნაშვილი, ირაკლი კუპრაძე, ლუკა თევზაძე და გიორგი ტალახაძე.