“დალია ისევ” – ზურაბ ჯაფარიძე მეუფე იაკობზე

გირჩის ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის განცხადებას ეხმიანება.

“დალია ისევ”,- წერს ჯაფარიძე ფეისბუქზე და მეუფე იაკობის განცხადებას აზიარებს.

ეპისკოპოსმა ქადაგებისას პარტია გირჩს “დეზერტირების პარტია” უწოდა და ხელისუფლებას უსაყვედურა, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს.

“კიდევ ერთი გამოეყო, დეზერტირების პარტია. ასე ვთქვათ, გირჩზე ვიძახი. როგორ შეიძლება, როდესაც ხელისუფლება ხარ ასეთი რამ დაუშვა – ეს დეზერტირები არჩევნებზე გამოიყვანო. სამშობლოსთვის ბრძოლა არ უნდათ, იმიტომ ეწერებიან და გახდნენ მღვდელმსახურები. ვისაც თავის არიდება უნდა ჯარიდან და არ უნდა ცივი ნიავი მიეკაროს, პლუს ნარკოტიკი და მთავრობაც აიყოლიეს და ლამის ნარკოპლანტაციები გაგვიშენეს აქ”,– აცხადებს მეუფე.

ბოდბელი ეპისკოპოსი ასევე აღნიშნავს, რომ დაუშვებელია არჩევნებში დეზერტირების მონაწილეობა, სახელმწიფო კი ვალდებულია, დაიცვას უშიშროება.