დაჯარიმდება თუ არა ტაქსის მძღოლი თუ მგზავრი პირბადეს არ ატარებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ  თუ მგზავრი პირბადეს არ ატარებს, ამისათვის ტაქსის მძღოლი არ დაჯარიმდება. მისივე თქმით, დარღვევის შემთხვევაში, ორივე ინდივიდუალურად, 20 ლარით დაჯარიმდება.

“მგზავრიც და მძღოლიც ვალდებულია ატაროს პირბადე.  თუ მძღოლი და მგზავრი არ ატარებენ პირბადეს მაშინ ორივე ინდივიდუალურად 20-20 ლარით დაჯარიმდება. ჩვენ ვფიქრობდით იმაზე, ტაქსის მძღოლს ხომ არ მოეხდინა ადმინისტრირება. მაგალითად, არ გაუჩეროს მანქანა, გააჩეროს, ჩამოსვას მგზავრი . ეს ძალიან გაჭირდება, ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, რომ ეს ფუნქცია შეითავსოს. ამის აღსრულება მხოლოდ შსს-ს მოუწევს”. – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.