დედას სისტემატურად სცემდა, ეტყობა გაბრაზებულზე დედამაც დანა ჩაარტყა – ბორჯომში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ახა­ლი წლის ღა­მეს ბორ­ჯომ­ში, ვაშ­ლო­ვა­ნას და­სახ­ლე­ბა­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 62 წლის ქალ­მა სა­კუ­თარ ვაჟს დანა გულ­მკერ­დის არე­ში ჩა­არ­ტყა, გამ­თე­ნი­ი­სას მისულ სას­წრა­ფოს ბრი­გა­დას 41 წლის მა­მა­კა­ცი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. დედა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სახ­ლი­დან პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1958 წელს და­ბა­დე­ბულ ქალს ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა უკვე წა­უ­ყე­ნეს. მას 13-დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

როგორც ცნო­ბი­ლია, რომ ტრა­გე­დი­ის დროს სახ­ლში მოკ­ლუ­ლის მა­მაც იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა იმ დროს მას ეძი­ნა და ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი არ არის.  ადგილობრივები აცხადებენ რომ შვი­ლი დე­და­ზე სის­ტე­მა­ტუ­რად ძა­ლა­დობ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზიც სწო­რედ ეს გახ­და.

“შვი­ლი რომ გა­მო­ვი­და, ცოტა სის­ხლი სდი­ო­და, ვკი­თხე რა მოხ­და-მეთ­ქი, მან მი­პა­სუ­ხა, არა­ფე­რიო. ამ დროს ცუ­დად გახ­და. მე სხვა არა­ფე­რი ვიცი” – გა­ნა­ცხა­და მამამ.

“უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არი­ან, წლე­ბია ბორ­ჯომ­ში ცხოვ­რო­ბენ. იგო­რის დედა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობ­და და იქ მუ­შა­ობ­და. ერთი წე­ლია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და. ზო­გა­დად ოჯა­ხის წევ­რებს და­ლე­ვა უყ­ვართ. იგო­რი ბოლო წლე­ბია სულ სვამს და მთვრა­ლი და­დი­ო­და. დე­დას სის­ტე­მა­ტუ­რად სცემ­და, როცა მთვრა­ლი იყო და ეს ქალი შვი­ლის­გან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო.

ეტყო­ბა მო­რი­გი კონ­ფლიქ­ტი მოხ­და და გაბ­რა­ზე­ბულ­ზე დე­და­მაც დანა ჩა­არ­ტყა. მოკ­ლუ­ლის მამა, მი­ხე­ილ პოსტნი­ა­კო­ვი წლე­ბია გი­დად მუ­შა­ობს ბორ­ჯომ­ში, ის ტუ­რის­ტებს 1971 წლი­დან ემ­სა­ხუ­რე­ბა. მას ამ ქა­ლაქ­ში ყვე­ლა იც­ნობს. სტუმ­რებს ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბა, ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებს. აგე­მოვ­ნე­ბი­ნებს ბორ­ჯო­მის წყალს და მის სამ­კურ­ნა­ლო მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ესა­უბ­რე­ბა. რო­გორც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნი­დან ტუ­რის­ტად ჩა­მო­ვიდ­ნენ, მერე ისე ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა, რომ აქ გად­მო­სახ­ლდნენ. მე­უღ­ლეც უკ­რა­ი­ნე­ლი ჰყავს. აქ და­ი­ბად­ნენ მათი შვი­ლე­ბი, უკვე ათე­უ­ლი წლე­ბია ბორ­ჯომ­ში ცხოვ­რო­ბენ. მოკ­ლუ­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ არის. ეტყო­ბა იმ ღა­მი­თაც ნას­ვა­მი იყო და მოხ­და ეს ტრა­გე­დია”, -ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

“ძა­ლი­ან მებ­რა­ლე­ბა იგო­რი, კარ­გი კაცი იყო, კარ­გი ადა­მი­ა­ნი და რო­გორ გა­ი­მე­ტა დე­დამ სიკ­ვდი­ლის­თვის, მიკ­ვირს. ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი ვართ. თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ, მაგ­რამ ყო­ველ ზა­ფხულს ჩავ­დი­ო­დი ბორ­ჯომ­ში და სულ ერ­თად ვხა­ლი­სობ­დით. მარ­თლა კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, უბ­რა­ლოდ ბოლო დროს სვამ­და… ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვი­გე ეს ტრა­გე­დია და ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა გული. ეტყო­ბა ახალ წელ­საც და­ლია და მოხ­და ეს ტრა­გე­დია. ბოლო ერთი წე­ლია პი­რა­დად არ მი­ნა­ხავს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით კი გვქონ­და სულ მი­მო­წე­რა. იგო­რი არ იყო კონ­ფლიქ­ტუ­რი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო. მათ სახ­ლში რა ხდე­ბო­და, ეს არ ვიცი. ერთი და ჰყავს იგორს, სა­ბერ­ძნეთ­შია გა­თხო­ვი­ლი და იქ ცხოვ­რობს” – განაცხადა გი­ორ­გი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნმა, მოკ­ლუ­ლის მეგობარმა.