დედა, მამა და 1 წლის ბავშვი – ოზურგეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოზურგეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია ერთი ოჯახის სამი წევრი: დედა, მამა და 1 წლის ბავშვი.

,,რაც შეეხება ოჯახის მეოთხე წევრს, 3 წლის პატარას, ამ წუთებში ტემპერატურა მასაც უფიქსირდება და სავარაუდოდ, ოჯახთან ერთად მასაც გადაიყვანენ ქუთაისში”, -აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახის დაინფიცირება, ბათუმში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება