დეკანოიძე: ენმ-ს წევრი “ოცნების” აქტივისტმა დაჭრა, ის არ დაუკავებიათ

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, რუსთავში მათი პარტიის წევრი ქართული ოცნების აქტივისტმა დაჭრა და ის არ დაუკავებიათ.

“აი ასე, ოცნების აქტივისტმა ნაციონალური მოძრაობის წევრი დაჭრა ცივი იარაღით. საკრებულოს ჩვენი ფრაქციის წევრი.

ოცნების მმართველობის მეცხრე წელს. დამნაშავე არ დაუკავებიათ”,-წერს დეკანოიძე.

ცნობისთვის, დღეს რუსთავში დაჭრეს საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან. გიორგი მღებრიშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.