დიდუბე-ჩუღურეთში 19 უბნის შედეგებით: ვოლსკი – 43.28%, ჯაფარიძე – 20.86%

დიდუბე–ჩუღურეთის ოლქში 19 უბნის შედეგებია დათვლილი.

ამ დროისთვის პროცენტული განაწილება ასეთია:

ქართული ოცნება – გია ვოლსკი 43.28%;
გირჩი – ზურაბ ჯაფარიძე – 20.86%;
დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე – 20.13%.

ოპოზიცია თვლის, რომ ქართული ოცნება არჩევნებს აყალბებს. ისინი ნიკა მელიას შტაბში შეიკრიბნენ და თათბირობენ. სამოქალაქო აქტივისტები ცესკოს შენობასთან იკრიბებიან.