დიღომში საქართველოს ბანკის დაყაჩაღების ფაქტზე დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც 27 ნოემბერს დიღმის მასივში მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით მოლარეს 100 000-ზე მეტი ლარი გასტაცა და მიიმალა.

შსს-ს ცნობით, დაკავებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია, ამიტომ საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად დანაშაულის ჩადენის იარაღი – ხმოვანი პისტოლეტი და ყაჩაღური გზით გატაცებული თანხის ნაწილი ამოიღეს. მათივე ინფორმაციით, ის დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.