დროა საქართველოს უკუსვლა შეჩერდეს – კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, დროა, საქართველოს უკუსვლა შეჩერდეს, რაც მხოლოდ კრემლს ახარებს.

“საქართველოში განვითარებული მოვლენები დემოკრატიას კრიზისში აგდებს, რაც მხოლოდ კრემლს ახარებს. ამ კონფლიქტს ქართველი გამარჯვებულები არ ეყოლება. ორივე მხრიდან სტრატეგიული პასუხისმგებლობის ნაკლებობა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს ეჭვქვეშ აყენებს. დროა საქართველოს უკუსვლა შეჩერდეს”,– წერს კუბილიუსი ტვიტერზე.