დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 712 თბილისიდანაა, 545 აჭარიდან

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1 824 ახალი შემთხვევიდან 712 თბილისიდანაა, 545 აჭარიდან, 305 კი იმერეთიდან.

გადანაწილება ასეთია:
  • თბილისი – 712;
  • აჭარა – 545;
  • იმერეთი – 305;
  • ქვემო ქართლი – 48;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 63;
  • შიდა ქართლი – 56;
  • მცხეთა-მთიანეთი – 22;
  • კახეთი – 23;
  • სამცხე-ჯავახეთი – 22;
  • გურია – 24;
  • რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთი – 4;

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 262 პაიციენტი გამოჯანმრთელდა, 23 გარდაიცვალა.