ევროკავშირი ბელარუსის კომპანიებს საკუთარ ავიასივრცეში ფრენას უკრძალავს

ევროკავშირი ბელარუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენას და გაერთიანების ტერიტორიაზე მყოფი აეროპორტების გამოყენებას აუკრძალავს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ევროკავშირის ელჩების მიერ მიღებული გადაწყვეტილება  არის სანქციების ნაწილი, რომელიც ქვეყნებმა ბელარუსი ოპოზიონერი ჟურნალისტისა და აქტივისტის დაკავების გამო დააწესეს.

მანამდე რამდენიმე ქვეყანამ ბელარუსულ ავიაკომპანია ბელავიას საკუთარ საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალეს.  თავიანთ ავიაკომპანიას კი ურჩიეს, რომ ბელარუსული საჰაერო სივრცე არ გამოიყენონ საფრენად.

ცნობისთვის, 24 მაისს,  მინსკში დააკავეს ბელარუსის ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი რამან პრატასევიჩი, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება არეულობების მოწყობაში ადანაშაულებს.

პრატასევიჩი იმყოფებოდა ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავში და ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა რა დროსაც დაუგეგმავად დაეშვა ქალაქ მინსკში. თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა, რომ თვითმფრინავში იყო ბომბი რის გამოც დაშვება მოუწია თუმცა მინსკში დაშვების შემდეგ თვითმფრინავში ბომბი არ აღმოჩნდა, მგზავრების შემოწმების შემდეგ კი, ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი დააკავეს. Telegram-ის ერთ-ერთი არხის ინფორმაციით, თვითმფრინავის მინსკშს დაჯდომის განკარგულება ალექსანდრე ლუკაშენკომ გასცა.

აღნიშნულ ფაქტს, მალევე გამოეხმაურა ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია და განაცხადა, რომ ბელარუსის თავზე ვერცერთი ადამიანი ვერ გადაიფრენს ისე რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას გაათავისუფლონ ოპოზიციონერი ჟურნალისტი და აღნიშნული ინციდენტი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ გამოიძიოს.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ამტკიცებს რომ თვითმფრინავში, რომელშიც ოპოზიციონერი ჟურნალისტი იმყოფებოდა, ბომბის არსებობაზე შეტყბოინება შვეიცარიიდან მიიღეს. ლუკაშენკომ მინსკში საერთაშორისო თვითმფრინავის დასმასა და ჟურნალისტის დაკავებაზე პირველად ისაუბრა.

Lufthansa ბელარუსის საჰაერო სივრცეში აღარ იფრენს

ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაკავების გამო – აშშ ბელარუსს სანქციებს უწესებს