ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შევხვდი, დეტალებს ვერ გავასაჯაროვებ – დოლიძე

მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს, რომ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდა, რომელთანაც მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

“დღეს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შევხვდი. შეხვედრის სტატუსი იყო არაოფიციალური, ამიტომ დეტალებს ვერ გავასაჯაროებ. თუმცა, ვიტყვი იმას, რომ ვიმსჯელეთ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე”,– წერს დოლიძე სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიოლა ფონ კრამონი დღეს შეხვდა ქართული ოცნების წევრებს, შალვა პაპუაშვილს და გიორგი ხელაშვილს.

ევროპარლამენტარი საქართველოში 2 დღის წინ ჩამოვიდა. ის პირველად ენმ–ს წევრს, სალომე სამადაშვილს შეხვდა.