„ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებაა – ხუხაშვილი

„ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებაა  – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას.

„ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. მიუხედავად იმისა, რამდენად პრინციპულია რაღაც პირობების შესრულება, ბუნებრივია, რომ საკონსტიტუციო პროცესი ამან არ უნდა შეაფერხოს. თითოეული ადამიანის ბედი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი კრიზის ყველა შემთხვევაში უნდა იყოს დაცული. ასე რომ, ვფიქრობ, ეს ნორმალური და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებაა.

იმისათვის, რომ ოპოზიციამ პოლიტიკური დანაკარგები არ განიცადოს იმის გამო, რომ ახლა რაღაცას ცვლიან, ველოდები რურუას შესაბამის განმარტებას ციხიდან, სადაც ის პარტიებს მიმართავს, რომ მისი პირადი ბედი ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს არ დაუკავშირონ. ეს ოპოზიციას, მე მგონი, შემდგომი ნაბიჯების გადადგმას გაუადვილებს“, – განაცხადახუხაშვილმა.