“ევროპულმა საქართველომ” რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატად ირმა ნადირაშვილი დაასახელა

“ევროპულმა საქართველომ” რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირმა ნადირაშვილი წარადგინა. რუსთავი-გარდაბნის მაჯრიტარი დეპუტატობის კანდიდატმა “ევროპული საქართველოდან” სიტყვით გამოსვლსას პარტიის გეგმაზე ისაუბრა.

“მე რუსთაველი ვარ, აქ დავიბადე და გავიზარდე ევროპულმა საქართველომ გადაწყვიტა, რომ მე აქ ვიბრძოლო მაჟორიტარული მანდატისთვის. ამიტომ, მე ამ ბრძოლაში გადავწყვიტე ჩავება და რა თქმა უნდა, მე მინდა, რომ თქვენი იმედი მქონდეს, ყველასი. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომლითაც ვართ წარმოდგენილები. ეს გეგმა გულისხმობს, რომ ორჯერ უნდა გაიზარდოს პენსია, უნდა გაიზარდოს სოციალური დახმარება, დევნილთა შემწეობები, ჩვენ უნდა დავწიოთ აუცილებლად გადასახადები, მეტი ფული უნდა დარჩეს ხალხს, ბიზნესს, რომ შევძლოთ ასი ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. ჩვენ არ გთავაზობთ არაფერს ისეთს, რაც გათვლილი არ გვაქვს. რასაც გპირდებით, იმას აუცილებლად შევასრულებთ,” – განაცხადა ირმა ნადირაშვილი.