ელენე ხოშტარია კლინიკაში გადაიყვანეს

პარტია “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია, კლინიკაში იმყოფება.ამის შესახებ თავად ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.ელენე ხოშტარიას მდგომარეობა სტაბილურია.ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა.

“დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო. წნევამ ამიწია და კლინიკაში მოვხვდი მალე გამოვალ. კარგად ვარ უკვე”- წერს ელენე ხოშტარია.

გავრცელებული ინფორმაციით,საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი ინტოქსიკაცია გახდა. იგი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.