ელჩებს “ოცნებისთვს,” ოფიციალური წერილობითი მოთხოვნები გადასცა – დავით ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ახლა უკვე ჯერი “ქართულ ოცნებაზეა” და ისინი პასუხს ხელისუფლებისგან ასევე ოფიციალურად, დოკუმენტური ფორმით ელოდებიან.

“ჩვენი პოზიციები არის ჩამოყალიბებული, მკაფიოდ, ყოვლისმომცველად და წერილობითად გადავეცით დღეს ყველა პარტიის შეჯერებული პოზიცია ქართულ ოცნებას და ველოდებით მათგან, რომ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და ასევე მკაფიოდ და წერილობით და არა ბრიფინგებით გაგვცემენ პასუხს” –  ამბობს დავით ბაქრაძე.