ელჩი იქნება ეს თუ ჩემი ოჯახის წევრი, ვინც მომიწოდებს პარლამენტში შედიო, არ ვცემ პატივს – მელია

“ელჩი იქნება ეს თუ ჩემი ოჯახის წევრი, ვინც მომიწოდებს პარლამენტში შედიო, არ ვცემ პატივს”- ამის შესახებ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა.

“ელჩი იქნება ეს, ჩემი ოჯახის წევრი იქნება თუ სხვა იქნება, ვინც იტყვის, რომ ოდნავი ან მსუბუქი დარღვევებით ჩატარდაო და მომიწოდებს პარლამენტში შედიო, არ ვცემ პატივს. ვერ ვცემ პატივს, გინდა ეს იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, გინდა ბრიტანეთის ელჩი, გინდა მამაჩემი. გლდანის რაიონში, წამის მეასედებში გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდი. გავიდე და დავიწყო ჩხუბი, დავიცვა ჩემი თანამებრძოლები, ავიღო რაღაც ნიჩაბი თუ რაც მომხვდება ხელში, და ასე დავიცვა თავი, თუ ვიჯდე ოფისში? ეს დილემა მქონდა. არც პოლიცია, არც წესრიგი. ვიღაცა ელჩი ან პარტნიორი რომ მეტყვის, რომ არჩევნები არ გაყალბდა, არ არის ობიექტური”, – განაცხადა ნიკა მელიამ.