ენმ-სთან კოალიციაში ვერ ვხედავ ჩვენს პარტიას – ეკა ბესელია

“პარტია სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად კოალიციაში ვერ ხედავს თავის პარტიას. მისი განცხადებით, ახალ პარტიებს აქვთ კოალიციის შექმნის შესაძლებლობა.

“ეს არის ის ახალი სისტემა, რომლითაც 1%–იანი ბარიერის გადალახვა შეუძლია ბევრ პარტიას უკვე, რაც ქმნის შესაძლებლობას, რომ კოალიცია შეიქმნას სწორედ ამ პარტიებით. ჩვენ გვჭირდება ძლიერი მანდატი, ჩვენ, ახალი ტიპის პარტიებს და სხვა პარტიებსაც, მე პირადად მზად ვარ კოალიციაში ახალ პარტიებთან. ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად კოალიციასი ვერ ვხედავ ჩვენ ახალ პარტიას”,– ამბობს ეკა ბესელია ტვ პირველის ეთერში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მისი პარტიის ნომერი 26 იქნება, რაც სიმბოლურია, იმიტომ რომ საქართველოში ეროვნული დღესასწაული 26 მაისს არის, დამოუკიდებლობის დღე.